

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გარეჯვარში, ფიზიკური პირი ვ. მ. ხორცპროდუქტებს კუსტარულად მოწყობილ შესაბოლ ობიექტზე, ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარების და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
„გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მათი კონტროლი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი