

გერმანული ავიაკომპანია Eurowings კიოლნი - თბილისი - კიოლნის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ფრენები ორი ივლისიდან კვირაში ორჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ავიარეისები კი Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.
„კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე გერმანიასთან ბიზნესკონტაქტების გაფართოებას“, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი