საზოგადოება
27.03.2026 12:45
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის და თბილისი-ფოთის მიმართულებით რეისებს ამატებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სარკინიგზო რეისების დამატება დღესასწაულის გამო გაზრდილ მგზავრთანაკადს უკავშირდება.

რაც შეეხება მოძრაობის განრიგს - 8, 9, 10, 11 და 13 აპრილს, თბილისიდან მატარებლები ორჯერ - 10:10 და 00:30 საათებზე გავლენ და მგზავრები ბათუმში, შესაბამისად, 15:22 და 05:42 საათზე ჩავლენ.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისები 18:30 და 00:35 საათებზე შესრულდება და მგზავრები დედაქალაქში 23:29 და 05:34 საათებზე იქნებიან.

14 აპრილს, ასევე შესრულდება ღამის რეისები თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის მიმართულებითაც.

9 აპრილიდან დაემატება სარკინიგზო რეისი თბილისი-ფოთის მიმართულებითაც. 9, 10, 11 და 13 აპრილს მატარებელი თბილისიდან 09:10 საათზე გავა და ფოთში 14:45 საათზე იქნება, ფოთიდან კი 17:20 საათზე გავა და დედაქალაქში 22:54 საათზე იქნება.

მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ გვერდის: gr . com . ge და აპლიკაციის onelink. to, ასევე, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.

კვირის ამბები