საზოგადოება
27.03.2026 11:43
გორელმა ახალგაზრდებმა ზამთრის პირობებში გადაადგილებისა და უსაფრთხოების კუთხით ცოდნის გარღმავების მიზნით, საფეხმავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა

გორელი ახალგაზრდების მონაწილეობით, თრიალეთის ქედზე, ჯამჯამას მთის მიმართულებით, საფეხმავლო ტური მოეწყო.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა და როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ახალგაზრდებმა თოვლიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს, გაიღრმავეს ცოდნა ზამთრის პირობებში გადაადგილებისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

„მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს პიროვნული განვითარების, გუნდური მუშაობის, პრაქტიკული უნარების შეძენის, ფიზიკური გამძლეობის გაუმჯობესების და დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნეს სააგენტოში.

კვირის ამბები