
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის პირველი ამხანაგური მატჩი ისრაელის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
„ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში ბევრი დადებითი ეპიზოდი გვქონდა. კარგი ინტენსივობა ვაჩვენეთ და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ორბურთიანი უპირატესობით დავწინაურებულიყავით. საწყისი საათის განმავლობაში ძალიან საინტერესო ფეხბურთი ვითამაშეთ - ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ბოლო ექვს თვის განმავლობაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო პირველი მატჩი ბერიაშვილისთვის, გადრანისთვის და მამაგეიშვილისთვის. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი სათამაშო გამოცდილება, და ესეც გარკვეული პრობლემაა. თუმცა, ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არსებობს - გამოცდილების დასაგროვებლად.
სექტემბერში ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით. ფეხბურთელებთან საუბარი გვექნება და ავუხსნით, რას არის დადებითი და რაზეა მეტი სამუშაო“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.