საზოგადოება
27.03.2026 11:19
გორში, ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყობა

გორში, ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი საბავშვო სივრცის, გარეგანათების​, სარწყავი სისტემის, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობების, საპარკე ავეჯის, საჩრდილობლების, დეკორატიული ბილიკების, ღობისა და გამწვანების მოწყობას ითვალისწინებს.

„საპროექტო ტერიტორია 1 050 კვადრატული მეტრია, რომელსაც სამივე მხრიდან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ესაზღვრება. ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები