
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. სააგენტოს ხელმძღვანელი პირები პროგრამაში ჩართულ ვეტერინარებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და პროგრამის მიმდინარეობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, ასევე მხარის რწმუნებულის მოადგილეები და მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას, ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.
„იმისთვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის და მისი ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია, მათი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, რაც უზრუნველყოფს ყველა ძაღლის აღრიცხვას და მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას. პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ მენთეშაშვილმა.