
26 მარტი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა. თარიღი ცნობილია, როგორც „იასამნისფერი დღე“ და მიზნად ისახავს ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებრივი ცოდნის ამაღლებას, ასევე, დაავადების შესახებ არასწორი ინფორმაციის და სტიგმის შემცირებას.
ეპილეფსიის მქონე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
რაც შეეხება თარიღის დაარსებას, საფუძველი 2008 წელს, კანადაში, ეპილეფსიის მქონე გოგონას - კასსიდი მეგანის ინიციატივით ჩაეყარა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეპილეფსია თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავდებაა და ნევროლოგიურ დარღვევებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, მეოთხე ადგილი უკავია შაკიკის, ინსულტისა და ალცჰაიმერის დაავადებების შემდეგ.
იასამნისფერი კი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან ეს ფერი მტკიცედ არის დაკავშირებული ეპილეფსიასთან. დადასტურებულია, რომ ის მოქმედებს როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი და ანტიკონვულანტი.