

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა სასკოლო ფორმების, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწის, სკოლებში რეპეტიტორიუმის შემოღების, პროფესიული განათლების პრიორიტეტულობის და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესახებ იმსჯელეს.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და რეფორმის პროცესში მათი ინიციატივების, მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი