

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთსართულიანი დამხმარე შენობის - გასახდელის მშენებლობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შენობაში გასახდელი (სველი წერტილებით), შეხვედრების ოთახები, გათბობის, წყალანარინების და ელექტროობის სისტემები მოეწყობა. დამხმარე ნაგებობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
რაც შეეხება პროექტის მიზანს, სპორტსმენების და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი