
პროფესიული მომზადების პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ იწყება. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროგრამაზე რეგისტრაცია კი 30 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი 4 მაისს დაიწყება. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.
პროფესიული მომზადების პროგრამას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი განახორციელებს.
„პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე იმ კომპანიების თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და ვალდებულნი არიან ამ ნარჩენის მართვის გეგმების შემუშავება-განხორციელებაზე. მონაწილეები, ასევე დეტალურად შეისწავლიან „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული გარემოსდაცვითი მმართველის ვალდებულებებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 577 28 22 26; 571074648