

3 აპრილს გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. მოქალაქეების მომსახურებას ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური სკრინინგ ცენტრი უზრუნველყოფს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი კვლევებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ქალებისთვის); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (30-60 წლის ქალებისთვის); კოლორექტული კიბოს სკრინინგი (50–70 წლის ქალებისა და მამაკაცებისთვის); B და C ჰეპატიტი და აივ/შიდსი ტესტირება; ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის) სკრინინგი.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად მსურველებმა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს (სტალინის გამზირი N2) 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი