სპორტი
23.03.2026 15:40
ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

მარიუს ვიზერის თქმით, ქართულ მხარესთან უახლოეს მომავალშიგაფორმდება შეთანხმება თბილისის გრან სლემის ოთხი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ მალე მოვაწერთხელს თბილისის გრანდ სლემის ოთხი წლით გაგრძელებას და 2029 წელს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას“, - აღნიშნა მარიუს ვიზერმა.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წელს აზერბაიჯანში, 2027 წელს კი ყაზახეთში ჩატარდება. რაც შეეხება 2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო, ჩემპიონატის გამართვის საკითხი ჯერ გაურკვეველია.

კვირის ამბები