

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში, შინდისის გზატკეცილზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აღნიშნავენ, ორ კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთზე საავტომობილო გზა და მისი შენაერთები მიწის მასის, ეკალ-ბარდების და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კეთილმოწყობის სააგენტო სანიაღვრე და სამელიორაციო არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.