საზოგადოება
23.03.2026 12:14
სოფელ თორტიზაში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, მოაჯირები, ღობე; რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება საპარკე ავეჯი, ატრაქციონები, დამონტაჟდება გარეგანათებაც.

კვირის ამბები