საზოგადოება
20.03.2026 16:09
ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ხსოვნის პატივსაცემად, გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა ილია მეორეს გამოსახულებით.

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები, ასევე, განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

კვირის ამბები