

საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამგლოვიარო ზარები ეკლესია-მონასტრებში 21 და 22 მარტს პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით, 12:00 საათზე დაირეკება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი