საზოგადოება
20.03.2026 11:53
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები შეიცვალა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები შეიცვალა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 მარტის ჩათვლით, მეტრო მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსების და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.

შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

კვირის ამბები