საზოგადოება
20.03.2026 11:52
გორის თეატრის მსახიობს კახა ბერიძეს 21 მარტს დაკრძალავენ

გორის თეატრის ცნობილ მსახიობს კახა ბერიძეს ხვალ, 21 მარტს დაკრძალავენ.

მსახიობს საკუთარი სახლიდან (გორი, ცხინვალის გზატკეცილი №9 მე-4 სადარბაზო მე-3 სართული) დაკრძალვის დღეს, თეატრში გადაასვენებენ.

სამოქალაქო პანაშვიდი 11:00 საათიდან დაიწყება. 14:00 საათზე კი მსახიობს კვერნაქის პანთეონში დაკრძალავენ.

აკაკი ხორავას და გიორგი ერისთავის სახელობის ჯილდოების მფლობელი, გორის თეატრის ვარსკვლავოსანი მსახიობი კახა ბერიძე 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო წლები ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

კვირის ამბები