საზოგადოება
17.03.2026 23:12
საქართველოს პატრიარქს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მკურნალობა უტარდებოდა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ღვთივმიიცვალა

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია (ერისკაცობაში - ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი).

ახალი პატრიარქის არჩევამდე, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

კვირის ამბები