

სსიპ - სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება; სასურველია მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება; ტრენინგ-კურსების გავლა ინკლუზიური განათლების საკითხებზე და შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 23 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 25 მარტია მითითებული.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი