საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge არის განთავსებული.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429 პირი იმყოფება
ბოლო მონაცემებით უცვლელია გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილია 3 პირი.