საზოგადოება
17.03.2026 12:07
გორის თეატრის ვარსკვლავოსანი მსახიობი კახა ბერიძე გარდაიცვალა

აკაკი ხორავას და გიორგი ერისთავის სახელობის ჯილდოების მფლობელი, გორის თეატრის ვარსკვლავოსანი მსახიობი კახა ბერიძე 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამძიმრის წერილს გორის თეატრი და მსახიობის კოლეგები ავრცელებენ.

„დიდ გულისტკივილს და მწუხარებას გამოვთქვამთ ერისთავის თეატრის გამორჩეული და უაღრესად ნიჭიერი ვარსკვლავოსანი მსახიობის, ხორავას სახელობის პრემიის ლაურეატის კახა ბერიძის გარდაცვალების გამო. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, სიღრმითა და ემოციით გამორჩეული როლები და უსაზღვრო ერთგულება თეატრისადმი ქართულ კულტურაში ღირსეულ კვალად დარჩება. მისი სახე და ხმა კიდევ დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკარგს“, - აღნიშნავენ თეატრში.

კახა ბერიძე 1964 წლის 18 იანვარს დაიბადა. სცენაზე მან 47 წელი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა. მსახიობი ბოლო წლები ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

„გორის მაცნე“ თანაგრძნობას უცხადებს კახა ბერიძის ოჯახს, მის მეგობრებს და კოლეგებს.

კვირის ამბები