

გორელი პარამკლავჭიდელი ლევან მახათაძე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
როგორც მახათაძემ „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ლიცენზია საქართველოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგიდან გამომდინარე მოიპოვა. პარამკლავჭიდელმა მარჯვენა მკლავით ჭიდილში პირველი ადგილი დაიკავა, მარცხენა მკლავით ჭიდილში კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატი პარამკავჭიდელთა შორის 14-15 მაისს უნგრეთში ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს