საზოგადოება
16.03.2026 15:55
„შენი იდეა ტყისთვის“ - კონკურსი IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი - „შენი იდეა ტყისთვის“ დაიწყო.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებს შეუძლიათ.

განაცხადების მიღება დღეს, 16 მარტს დაიწყო და 19 აპრილს დასრულდება.

„კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ინოვაციური იდეების შექმნაში ჩართვაა, რაც ტყის დაცვა-აღდგენას და ხანძრების პრევენციას ხელს შეუწყობს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. I ეტაპი მოიცავს იდეების ელექტრონულად მიღებას. მონაწილეები საკუთარ მოსაზრებებს ონლაინ ფორმის მეშვეობით წარმოადგენენ. II ეტაპი კი ფინალისტების პრეზენტაციებს დაეთმობა, საიდანაც ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო იდეას. ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები. 3 საუკეთესო ფინალისტი 500-ლარიან, დანარჩენი 7 კი 300 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

კონკურსი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“-ს პროექტის ფარგლებში ტარდება

პროექტით დაინტერესებულ მოსწავლეებს განაცხადის შევსება გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ბმულზე შეუძლიათ.

კვირის ამბები