სპორტი
16.03.2026 13:39
მძლეოსნობაში გამართულ ევროპის თასზე გორელმა გიორგი მუჯარიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა

გორელმა გიორგი მუჯარიძემ მძლეოსნობაში გამართულ ევროპის თასზე იასპარეზა.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენმა ბირთვი 19.58 მეტრზე ისროლა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი კვიპროსში ჩატარდა და ევროპის მძლეოსნობის ოცდათხუთმეტი წევრი ქვეყნის სამასამდე სპორტსმენმა იასპარეზა. საქართველოს სახელით ოთხი მძლეოსანი მონაწილეობდა

შეგახსენებთ, გიორგი მუჯარიძეს ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული. მიმდინარე წელს სპორტსმენმა ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ვერცხლის ტურის სერიის შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ბალკანეთის ქვეყნების ღია ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გამარჯვებულის სტატუსით და ოქროს მედლით დაასრულა საქართველოში გამართული ზამთრის ღია ჩემპიონატიც. 2021 წელს მძლეოსანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა.

გიორგი მუჯარიძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.

კვირის ამბები