

გორის მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების დაზიანების ფაქტები კვლავ ფიქსირდება. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში ფიქსირდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენები იყრება, რაც ურნების დაზიანებას და მტვრევას იწვევს. გამოვლინდა ასევე, პლასტმასის კონტეინერების დაწვის ფაქტებიც.
კეთილმოწყობის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს მუნიციპალურ ინვენტარს და მოსახლეობას მოუწოდებენ, საკითხთან დაკავშირებით გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა.
მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინონ სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის ნივთებს და გარემოს, ერთად მოვუაროთ ქალაქს“, - აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი