

ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებს გორი პირველად უმასპინძლებს.
ჩემპიონატის ფარგლებში, გორის სპორტის სასახლეში 15 მარტს ორი შეხვედრა ჩატარდება.
გორის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი ცაგერის გუნდს დაუპირისპირდება. თამაში 16:00 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, 14:00 საათზე თელავი-დედოფლისწყაროს მატჩი გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი