

გორში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიიძღვნილი კვირეული მოეწყო.
აქტივობებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მეცხრე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ მათი პედაგოგებიც. გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტები საგანმანათლებლო ვიზიტით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ისტორიული კვირეული გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი