კულტურა
12.03.2026 14:49
გორის თეატრმა ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა - გაეცანით აფიშას

გ. ერისთავის სახელობის თეატრმა ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, გორის თეატრის დასი მომდევნო დღეების განმავლობაში შემდეგ სპექტაკლებს ითამაშებს:

14 მარტს მაყურებელი სპექტაკლს - „მზე ისევ ამოვა“ იხილავს. მე-19 საუკუნეში მოღვაწე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დადგმულ წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, მსუბუქი ხასიათის ერთმოქმედებიანი ვოდევილია რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, ანეგდოტური სიტუაციები, ხუმრობა და მოულოდნელი, მაგრამ კეთილი დასასრული. კომედიური პიესის რეჟისურა გიორგი თენაძეს ეკუთვნის.

20 მარტს გორის თეატრში „იღბლიანის“ ჩვენებისთვის ემზადებიან. მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სიტუაციურ კომედიას 19:00 საათზე იხილავს.

21 მარტს ვაჟას შემოქმედების მოყვარულთათვის თოჯინური სპექტაკლის - „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ჩვენება გაიმართება. წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი და მაღი არღუთაშვილი მონაწილეობენ.

22 მარტს თოჯინური სპექტაკლის - „იავნანამ რა ჰქმნა“ ჩვენებაა დაგეგმილი. რეჟისორების - ნიკოლოზ საბაშვილის და ლევან ხაზიურის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი, მზიკა ტურაშვილი და ამირან ქაჩიბაია მონაწილეობენ.

ბილეთების დაჯავშნა-შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ, საიტზე: biletebi. ge

კვირის ამბები