
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ბაკურიანში თოვლის ეტლითთხილამურების ჩემპიონატი მოეწყო.
აქტივობაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.
„წლის განმავლობაში შშმ პირების ჩართულობით, სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება იმართება. ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია, „სოკარი“, „ტოიოტა კავკასია“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. „აჭარაბეთი“ კი ინიციატივის გენერალური სპონსორია“, - აცხადებენ გორის მერიაში.