საზოგადოება
11.03.2026 15:42
გივი მიქანაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

დამსწრე საზოგადოებამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. გარდა ამისა, შეხვედრი მონაწილეებმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სტუდენტთა მიღების კვოტების გადანაწილებაზე, მობილობასა და აკრედიტაციის სტანდარტებზე იმსჯელეს.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესებში აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა. ამ მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები.

შეხვედრას შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ესწრებოდნენ.

კვირის ამბები