
კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით, 24-25 მარტს, Fusion 360-ის 3D მოდელირებაში ვორქშოფი გაიმართება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, პროექტში ჩართვა 15-17 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს უფასოდ შეისწავლონ: 3D მოდელირება, სკეჩინგი და სკულპტინგი, რეალისტურ რენდერები, ანიმაცია და პრინტერისთვის ფაილების მომზადება.
„თუ გაინტერესებს 3D დიზაინი და გინდა ისწავლო ტექნოლოგია, რომელიც კინოს, არქიტექტურას და ინჟინერიას აერთიანებს - ეს კურსი შენთვისაა. დარეგისტრირდი ახლავე და დაიწყე შენი 3D დიზაინის თავგადასავალი. სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება. ვორქშოფის ჩატარების ადგილი კასპის ტექნოპარკია. ტრანსპორტირება დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“, - ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეძლებენ.