სპორტი
09.03.2026 16:18
ლიზა ლობჟანიძე რიგაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

სპორტსმენი 66 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ლობჟანიძემ უკრაინელ მოწინააღმდეგეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი და სხვადასხვა რანგის ტურნირის გამარჯვებული ლიზა ლობჟანიძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლაში ვარჯიშობს. სპორტსმენის მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია.

ცნობისთვის, რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოკრივე გოგონებმა თერთმეტი მედალი (ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო) მოიპოვეს.

კვირის ამბები