

ვეტერანთა შორის გამართული ევროპის თასი გორელმა ძიუდოისტებმა სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაში შემავალ სასპორტო სკოლებში აღზრდილ სპორტსმენთა ანგარიშზე ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
შოთა ოქროპირიძე (81 კგ; M1), ზვიად ბაზანდარაშვილი (90 კგ; M2), გიორგი პაპუნაშვილი (100 კგ; M2) და იოსებ მარგველაშვილი (90 კგ; M4) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილს და ვერცხლის მედალს პაატა ღვინიაშვილი (100 კგ; M2) დაეუფლა. ზვიად კაპანაძე (100 კგ; M2) კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ვეტერან ძიუდოისტთა შორის გამართულ ევროპის თასს თბილისმა უმასპინძლა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი