საზოგადოება
09.03.2026 13:38
14 მარტს გორის თეატრი სპექტაკლის - „მზე ისევ ამოვა“ ჩვენებას გამართავს

გ. ერისთავის სახელობის თეატრი სპექტაკლის - „მზე ისევ ამოვა“ ჩვენებას გამართავს.

მაყურებელი, მე-19 საუკუნეში მოღვაწე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას 14 მარტს, 19:00 საათზე იხილავს.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, მსუბუქი ხასიათის ერთმოქმედებიანი ვოდევილია რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, ანეგდოტური სიტუაციები, ხუმრობა და მოულოდნელი, მაგრამ კეთილი დასასრული.

კომედიური პიესის რეჟისურა გიორგი თენაძეს ეკუთვნის.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები