
საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის ჩატარდა და მოპოვებული მედლებიდან თორმეტი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის, ერთი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენთა ანგარიშზეა.
საქართველოს ჩემპიონები ზურა დოთიაშვილი (48 კგ.), თეიმურაზ თუთარაშვილი (55 კგ.) და რატი რევაზიშვილი (80 კგ.) გახდნენ. სამივე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
ვერცხლის მედალს გიორგი ლობჟანიძე (51 კგ; მწვრთნელი: არჩილ ბარამიძე) და ტარიელ საათაშვილი (55 კგ; მწვრთნელი: არკადი ხინჩიკაშვილი) დაეუფლნენ.
ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები კი ლუკა დოთიაშვილი (45 კგ; მწვრთნელი: არჩილ ბარამიძე), ლექსო ნოზაძე (48 კგ; მწვრთნელი: არკადი ხინჩიკაშვილი), გიორგი ქარელი (51 კგ; შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა, მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ოთარ ტლაშაძე), ნიკა მაყიშვილი (51 კგ; მწვრთნელი: გიგლა მაყიშვილი), საბა მინდიაშვილი (55 კგ; მწვრთნელი: არჩილ ბარამიძე), შალვა თვაური (60 კგ; მწვრთნელი: ოთარ თუშიშვილი), დავით ყაყიტაშვილი (65 კგ; მწვრთნელი: არკადი ხინჩიკაშვილი) და გივი კახნიაშვილი (110 კგ; მწვრთნელი: არჩილ ბარამიძე) გახდნენ.
მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ჩემპიონატი მცხეთაში ჩატარდა.