საზოგადოება
05.03.2026 14:43
გორის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გორის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყებას გიორგი დავითაძე უხელმძღვანელებს.

დავითაძე ბოლო პერიოდში ჯერ მუნიციპალურ ინსპექციაში, შემდგომ კი კეთილმოწყობის სააგენტოში მუშაობდა.

რაც შეეხება ინსპექციის ყოფილ უფროსს, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ილია რაზმაძე მუშაობას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში აგრძელებს.

მუნიციპალური ინსპექცია გორში 2023 წელს შეიქმნა და წესრიგის დაცვას და სხვადასხვა რეგულაციის შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს.

მუნიციპალური ინსპექციის ქვემდებარეა ისეთ მიმართულებებზე კონტროლის განხორციელება, როგორიცაა პარკირება, უნებართვო გარევაჭრობა, დასუფთავება, გარე რეკლამის განთავსება, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობა, იერსახე, ხმაურის ნორმების გადაჭარბება, სამგზავრო გადაყვანა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონიტორინგსაც აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს.

კვირის ამბები