

გორელი მძლეოსანი, ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე ევროპის თასზე იასპარეზებს.
შეჯიბრი 14-15 მარტს ჩატარდება და კვიპროსი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მუჯარიძეს ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული. მიმდინარე წელს სპორტსმენმა ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ვერცხლის ტურის სერიის შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ბალკანეთის ქვეყნების ღია ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გამარჯვებულის სტატუსით და ოქროს მედლით დაასრულა საქართველოში გამართული ზამთრის ღია ჩემპიონატიც.
შეგახსენებთ, 2021 წელს მძლეოსანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა.
გიორგი მუჯარიძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის