საზოგადოება
05.03.2026 11:18
საერთაშორისო გამოფენაში - SIAL Guangzhou 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში - SIAL Guangzhou 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას აწარმოებენ. გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება კი 16 მარტის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.

„გამოფენას 2026 წლის 3-5 სექტემბერს გუანჯოუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უმასპინძლებს.

წინასწარი მონაცემებით, 2026 წელს გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 1 500-ზე მეტი კომპანია მიიღებს და გამოფენაზე 65 000-ზე მეტ დამთავლიერებელს ელოდებიან.

გამოფენის სპეციფიკიდან გამომდინარე, შერჩეულ მონაწილეებს შესაძლოა, მოუხდეთ თარჯიმნის მომსახურების საფასურის საკუთარი ხარჯებით დაფარვა. აღნიშნულის შესახებ მონაწილეები ინფორმირებულნი იქნებიან შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

კვირის ამბები