

გორში შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ტურნირი - „GCL 1“ ჩატარდება.
შეჯიბრის ფარგლებში, თერთმეტი ორთაბრძოლა გაიმართება. პირველობისთვის ქართველებთან ერთად, თურქი, აზერბაიჯანელი და ამერიკელი სპორტსმენები იასპარეზებენ.
ტურნირი 7 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება და გორის სპორტის სასახლე უმასპიძლებს. დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი