საზოგადოება
04.03.2026 11:48
პოეტი ჯემალ ინჯია ცისფერყანწელთა ლიტერატურული კონკურსის - „მეოცნებე ნიამორები“ გამარჯვებულია

გორელი პოეტი ჯემალ ინჯია ცისფერყანწელთა ლიტერატურული კონკურსის - „მეოცნებე ნიამორები“, ერთ-ერთი გამარჯვებულია.

პოეტმა პრემია ნომინაციაში - „პოეზია (სონეტი)“ მიიღო.

ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა. საღამოს ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, შალვა კარმელის, კოლაუ ნადირაძის შთამომავლები ესწრებოდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი მწერალთა სახლმა და ფონდმა „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ გამოაცხადეს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი ცისფერყანწელთა ორდენის შექმნის საიუბილეო თარიღს (110 წელი) დაუმთხვიეს.

რაც შეეხება კონკურსს, გამარჯვებულის გამოვლენას სამ ნომინაციაში ითვალისწინებდა.

ჯემალ ინჯიასთან ერთად, ჟიურის გადაწყვეტილებით პრემია „მინიატიურული პროზისთვის“ ნანა ქარდავამ მიიღო, ხოლო ნომინაციაში - „ქაიანური“ (ლიტერატურული სანახაობა), ჟიურის გადაწყვეტილებით, პრემია არ გაიცა.

ჯემალ ინჯიას დამსახურებული ჯილდო ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა ნინო ანდრიაძემ, ხოლო ნანა ქარდავას - კოლაუ ნადირაძის შვილთაშვილმა, ლელა გაბუნიამ გადასცა.

გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული ჯილდოები - „მეოცნებე ნიამორები“, დიპლომები და ფულადი პრიზი - 3000 ლარი გადაეცათ.

კვირის ამბები