საზოგადოება
04.03.2026 11:39
სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა დევნილების და ეკომიგრანტებისთვის

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 50-ზე მეტი მეწარმე მიიღებს.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის“ პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

პროექტით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 032 2 14 02 41; 557 72 91 31.

კვირის ამბები