საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 230-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ამ წუთებში განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობითვე, კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429 პირი რჩება.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებულიდან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 - გარდაცვლილი.