

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის რეგულარულ სეზონზე წარმატებით იასპარეზა.
ასპარეზობები 16-წლამდელთა შორის გაიმართა. ჩემპიონატის ფარგლებში, გორელებმა ათი შეხვედრა ჩაატარეს. სამტრედიის (42:31), ზუგდიდის (35:27) და ბათუმის (34:26) გუნდები დაამარცხეს, ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულეს და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი აპრილში ჩატარდება.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, თამაზ მღებრიშვილი, დავით ყურელი, ლაშა ჭიქინაშვილი, ნიკო ჭიქინაშვილი, ლუკა ნატროშვილი, გიორგი საათაშვილი, პაატა ჯობინაშვილი, ამიკო ბადაშვილი, ლუკა ბატატაშვილი, გიორგი აკოფიანი, რეზი ბრეგვაძე, ნიკა კაპანაძე, გიორგი სადაღაშვილი, გიორგი ბიჩინაშვილი და საბა გიუნაშვილი.
სპორტსმენების მწვრთნელები ლაშა შემშენოვი და გია მამაცაშვილი არიან.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის