საზოგადოება
27.02.2026 14:10
27 თებერვალს საქართველოში ხაჭაპურის დღე აღინიშნება

დღეს, 27 თებერვალს, საქართველოში ხაჭაპურის დღე აღინიშნება.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით, 2019 წლიდან, 27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული.

2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში 50-მდე სახეობის ხაჭაპური არსებობს. სხვადასხვა კუთხეში ტრადიციად დამკვიდრებული ხაჭაპური მომზადების წესითაა განსხვავებული.

კვლევებით, ხაჭაპურის წარმოშობის ადგილი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, მისი წარმოშობისთვის თანაბარი პირობები არსებობდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

შეგახსენებთ, 7 წლის წინ, 2019 წლის 22 იანვარს ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კვირის ამბები