

გორელი მოკრივე ლევან დემუროვი საერთაშორისო ტურნირი „სტრანჟას“ მეოთხედფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
სპორტსმენმა 65 კგ. წონით კატეგორიის მერვედფინალში ბულგარელი რუმენ რუმენოვი დაამარცხა. მეოთხედფინალში კი ინგლისელ მოკრივეს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სპორტსმენის გარდა, ტურნირზე გორელი ლუკა ნიქაბაძეც ასპარეზობდა, თუმცა, მედლის მოპოვება ვერ შეძლო.
ორივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
საერთაშორისო ტურნირი „სტრანჟა“ სოფიაში (ბულგარეთი) მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: გოგა თოფურია (50 კგ.), ლადო ქარჩავა (55 კგ.), გორ აივაზიანი (55 კგ.), გიორგი კაპანაძე (60 კგ.), ლევან დემუროვი (65 კგ.), ლაშა გაგნიძე (65 კგ.), ლუკა ნიქაბაძე (70 კგ.), გიორგი ნატროშვილი (75 კგ.), ლუკა მაჭუტაძე (80 კგ.) და საბა კვინიკაძე (85 კგ.).
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის