საზოგადოება
26.02.2026 16:28
გორში, მდინარე ლიახვის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გორში, მდინარე ლიახვის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 458.36 მეტრი მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ასევე 260 მეტრი არსებული ნაპირსამაგრი კონსტრუქციის ხიმინჯებით გამაგრება.

მონოლითური კედლის მოწყობა დასრულების ფაზაშია. შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, გორში, მდინარე ლიახვზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ის იცავს დასასვენებელი პარკის მიმდებარე ტერიტორიას მდინარის ადიდების შედეგად შესაძლო დაზიანებისგან. შესაბამისად, პროექტის დროული, ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი და კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაცვით შესრულება სამინისტროს პრიორიტეტია.

კვირის ამბები