
მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის ფარგლებში, პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური მიდგომები, სტრუქტურა და ფორმატი. პროცესის ეფექტიანად და სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დიდიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სამუშაო ჯგუფის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.