

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის პირველ საფეხბურთო მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.
ამხანაგური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 26 თებერვალს დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ: biletebi. Ge-ზე შეუძლიათ.
„გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი